ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები უკვე მესამე დღეა, მცირდება
ჩეხეთში უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა და აღნიშნული მაჩვენებელი უკვე მესამე დღეა, მცირდება , – წერს Politico.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა ერთი თვის წინ გამოვლინდა. დღესდღეობით, ინფიცირებულთა რიცხვი 3869 ადამიანს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 46 ლეტალური შემთხვევაა.
2 აპრილს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ეპიდემიის პიკი შეიძლება, აპრილის ბოლოსთვის იყოს და, მისი ვარაუდით, მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ამასთან, ჩეხეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ 30 დღით, 11 მაისამდე ფიქრობს.