პაატა იმნაძე: ნაღდი ფულის შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარების ან ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია, აკეთებენ. აქ საუბარია უფრო არა იმაზე, ბანკომატიდან რომ ფულს იღებს ადამიანი, არამედ იმაზე, ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება, იყოს საფრთხისშემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ყველა ნივთს ეხება.

ინდივიდურ პირობებშიც შესაძლებელია, ნაღდი ფულის შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები