დონალდ ტრამპს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩააბარა და მისი შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპის მკურნალი ექიმის, შონ კონლის წერილში ნათქვამია, რომ პირველი ტესტი პრეზიდენტს გასულ თვეს გაუკეთდა – მას შემდეგ, რაც ის ბრაზილიის დელეგაციას შეხვდა.
მეორე ექსპრეს-ტესტის პასუხი 1 წუთში იყო ცნობილი – “ის ჯანმრთელია, სიმპტომები არ არსებობს”.
მოგვიანებით ტესტის ჩაბარების საკითხზე ტრამპმა თქვა, რომ აინტერესებდა, რამდენად სწრაფად მუშაობს ის.