საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ 6.1 % შეადგინა

მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (29.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9.1 პროცენტი), თევზეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.4 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა საზოგადოებრივ კვებაზე (10.3 პროცენტი), ამასთან, ფასები შემცირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (-2.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.7 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (6.5 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები