რუსეთში 1 დღეში 4 გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთის ფედერაციის კამჩატკის ოლქის გუბერნატორი პოსტიდან გადადგა. მანამდე ვლადიმერ ილუხინი კრიტიკის ქარცეცხლში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არასაკმარისი ძალისხმევის გამო მოექცა.

ილუხინი ამ ოლქის გუბერნატორი 2011 წლიდან უცვლელად იყო. ის უკვე მეოთხე გუბერნატორია, რომელიც საკუთარი სურვილით რუსეთის ფედერაციაში, სულ რაღაც, 24 საათში პოსტს ტოვებს.
ასევე, პოსტები დატოვეს კომისა და არქანგელსკის ოლქების გუბერნატორებმა. რესპუბლიკა კომის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 დღეში ათეულობით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, რესპუბლიკის მთავარი ქალაქის საავადმყოფოში მყოფი ერთი პაციენტისგან ინფექცია 53 ადამიანს გადაედო, მათ შორის, კლინიკის პერსონალს. საავადმყოფოს ერთი თანამშრომელი უკვე გარდაიცვალა.

ასევე, როგორც ჩანს, სიტუაციასა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ვერ გაუმკლავდა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები