საქართველომ და უკრაინამ სანქციების მოხსნის შესახებ რუსეთის მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუცია დაბლოკეს

საქართველომ, უკრაინამ, აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა და ბრიტანეთმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დაბლოკეს, რომელიც სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა და, თითქოს, ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში უშლის ხელს.

რუსეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტში ხაზგასმულია კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი როლი, ასევე, თანამშრომლობის მოწოდებაა და  ნათქვამია, რომ საჭიროა დახმარების გაწევა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. რუსეთის გარდა, პროექტის თანაავტორებად კიდევ 28 ქვეყანა გამოვიდა.

როგორც სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განმარტა – “წარდგენილ ტექსტში ბევრი კარგი პუნქტია, მაგრამ არსებობს ერთი მანიპულაცია, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად დამანგრეველი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს – საერთაშორისო სანქციების მოხსნის პროცესის დაწყება. არაფერი უშლის ხელს ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში თანამშრომლობაში. ამ ფონზე ჰუმანიტურალური მიზნების უგულებელყოფა და ნაღმის ჩადება საერთაშორისო სანქციებისთვის, რომლებიც აგრესიული ქმედების შედეგად იქნა დაწესებული – რუსეთის მხრიდან ცხადი მანიპულაციის საგანია”.

კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა საერთაშორისო ძალისხმევას უჭერს მხარს, რომელიც ვირუსთან ბრძოლისკენ იქნება მიმართული და სხვა რეზოლუციას დაუჭერს მხარს, რომელიც მანიპულაციის შემცველი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები