კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის ქუჩები სპეცტექნიკით მოირეცხა (ფოტო, ვიდეო)

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში სადეზინფექციო სამუშაოები პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა (მეტრო რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლების მიმდებარედ (ვარკეთილის მეტრომდე) ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გზის მორეცხვის სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი სპეციალური ხსნარებისა და ტექნიკის საშუალებით ანხორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები