რუსეთში უქმე დღეები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ქვეყანაში უქმე დღეები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.
ამის შესახებ პუტინმა ხალხისადმი მეორე მიმართვაში განაცხადა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, უქმე დღეები თანამშრომლებისთვის ხელფასის შენარჩუნებით ცხადდება.
მისივე თქმით, ვითარების შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თუ ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნება, უქმე დღეები გაცხადებულზე ადრე შეწყდეს.
გარდა ამისა, მან რეგიონებში გადაადგილების განსაკუთრებული წესის განსაზღვრის განკარგულება გასცა როგორც კერძო პირებისთვის, ისე – სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გარდა საერთაშორისო გადაზიდვებისა.