მანდალა – ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან

ეროვნული მუზეუმი განაგრძობს ნამუშევრების ჩვენებას თავისი კოლექციიდან. ამჯერად დამთვალიერებელს სთავაზობს უცნობი ტიბეტელი მხატვრის მანდალას.
XVIII ს. აბრეშუმი. მუშამბა. გუაში. 34×34 სმ. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
აბრეშუმზე ან ბამბის ქსოვილზე შესრულებულ, ტიბეტური ფერწერის ნაირსახეობას, რომელზეც ბუდისტური ღვთაებები ან მანდალაა (სამყაროს ხატი ბუდიზმში) გამოსახული ეწოდება ტანკა. მას სხვადასხვა ფუნქცია აქვს – ბერები ბუდასა ან სხვა ღვთაებათა ცხოვრების შესასწავლად, ასევე ლოცვისა და მედიტაციისას იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები