ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიას დაგვიანებული რეაქციის გამო ბოდიში მოუხადა – “ბოდიშს გიხდით, ჩვენ თქვენთან ვართ”

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაგვიანებული რეაქციის გამო ბოდიში მოიხადა.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის ღია წერილშია ნათქვამი სახელწოდებით – “ბოდიშს გიხდით, ჩვენ თქვენთა ვართ”, რომელიც იტალიურმა გაზეთმა  La Repubblica -მ გაავრცელა.

“დღეს ევროპა იტალიასთან არის მობილიზებული, მაგრამ სულ ასე არ ყოფილა. უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისის დასაწყისში, როდესაც საერთოევროპული პასუხის საჭიროება იყო, ძალიან ბევრი ქვეყანა მხოლოდ საკუთარ ეროვნულ პრობლემაზე ფიქრობდა”, – ნათქვამია ფონ დერ ლაიენის წერილში.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ყველაზე დაზარალებული ქვეყნებისთვის, პირველ ყოვლისა, იტალიის დასახმარებლად 100 მლრდ ევროს გამოყოფს, რომ მოხდეს იმ ადამიანების შემოსავლის ვარდნის კომპენსირება, ვისაც მოკლე სამუშაო დღე აქვს.

მისი თქმით, ევროპაში მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებითაც, რომ გარანტირებულია ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან კრედიტები, რაც ევროპულ სოლიდარობაზე მიუთითებს, ყოველი ევრო, რომელიც ჯერ კიდევ არის ევროკავშირის წლიურ ბიუჯეტში, ამ კრიზისის მოგვარებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები