ქუთაისში “ცხელების ცენტრი” ამოქმედდა

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში “ცხელების ცენტრი “ამოქმედდა. ცენტრის აღმასრულებელი მენეჯერის თქმით, კლინიკაში გუშინ 20 პაციენტი მიიღეს, ამდენივე – დღეს და მათი ანალიზები გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დააკმაყოფილებელია.

“გუშინ პირველი დღე იყო და 20 პაციენტი მივიღეთ, დღესაც, დაახლოებით, ამდენივე. ვიღებთ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ტემპერატურული ცვლილება, სხვა კატეგორიის პაციენტების მიღება შეჩერებულია”, – აღნიშნა არჩილ მუკბანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები