მარნეულის კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი შეიყვანეს

მარნეულში კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ ახალი კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი შეიყვანეს. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა დაუდასტურა.
„პაციენტები დღეს შემოვიყვანეთ კლინიკაში ოთხივე მათგანი, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე პალატებში იმყოფება. ამ ეტაპზე, ველოდებით ინფექციონისტებს, რომ აიღონ მასალა და მივიღოთ პასუხი კორონავირუსის შესახებ”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები