დიმიტრი ხუნდაძე: მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ მივეცეთ თვითკმაყოფილებას

“მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ მივეცეთ თვითკმაყოფილებას“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

ხუნდაძემ მედიასთან კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

“მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ მივეცეთ თვითკმაყოფილებას. უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის, ურთულესი სცენარიც. თვითონ ეპიდვითარება, ეპდიმედილოგიური ხასიათი არის ფეთქებადსაშიში. შესაძლოა, ყოველდღე შეიცვალოს ვითარება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის მზად და სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები