ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო, წუხელ, გვიან ღამით 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზუგდიდის მერმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
მერის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ფოთის საავადმყოფოში თვითიზოლაციაში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი გადაიყვანა.
“მათ გამოკვლევები უტარდებათ და მედიკოსები უახლოეს საათებში გადაწყვეტენ გაიგზავნება თუ არა კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში”, – განაცხადა გეგა შენგელიამ.
ამ ეტაპზე, სამეგრელოში ახალი კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტები მკურნალობას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.