სახალხო დამცველი: ქვემო ქართლში მაცხოვრებლებს დეზინფორმაციას უგზავნიან, თითქოს, კარანტინის რეჟიმი დასრულდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ქვემო ქართლში მაცხოვრებლებს მესიჯებით უგზავნიან დეზინფორმაციას, თითქოს, კარანტინის რეჟიმი დასრულდა.
„სოციალური ქსელებითა და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობს ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!
ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი უწყებების ინფორმირება უკვე მოვახდინეთ“, – წერს ლომჯარია „ფეისბუქში“.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები