ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ე.წ.საზღვარზე შეზღუდვებს აწესებს

ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ე.წ. საზღვართან შეზღუდვებს აწესებს.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა, “საზღვრის გადაკვეთის დროს იმ “ხვრელის” გამოყენება იკრძალება რასაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქვია. ანუ, რუსეთის ფედერაციაში რუსეთის პასპორტით გასვლასა და უკან სამხრეთ ოსეთის პასპორტით დაბრუნებას ვერ შეძლებთ. ამიტომ, თუ ვინმე გეგმავს რუსეთში ჩასვლას, ეს დღესვე უნდა გააკეთოს”.

გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთში სამკურნალოდ გაიგზავნებიან.

ე.წ. განკარგულება ძალაში ხვალიდან შედის.

30 მარტს რუსეთმა ქვეყანაში შესვლა ყველა იმ ქვეყნიდან აკრძალა, რომელსაც ესაზღვრება, მათ შორის, სამხრეთ ოსეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები