აშშ-ის საელჩო საქართველოში: სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ

სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19-თან ბრძოლა მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს მოითხოვს.
„ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება.
დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები