მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
ამ ეტაპისთვის, სოფელ დამიაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის l ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და გამოყოფილია 587 000 ლარი.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 2 000 მეტრის მოცულობის გზის კეთილმოყობა, რომლის განხორციელებაც ივნისის თვეში დასრულდება.

რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 300-ზე მეტი ბენეფიციარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები