ონში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 მარტს საკვები პროდუქტები ონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან – შუქურა ჯაფარიძესა და მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცა.

“ონის საბავშვო ბაღიდან პროდუქციის გაცემა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელს მოიცავს.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლამდელ დაწესებულებაში გამოცხადებული არდადეგების მიუხედავად, აღსაზრდელები კუთვნილ პროდუქტს ოჯახებში მიიღებენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები