ლევან რატიანი: აზრი იმის შესახებ, რომ „კოვიდი“ მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს, ვიყოთ კარგ განწყობაზე, ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის

“თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, covid 19-სგან ყველა პაციენტი აუცილებლად განიკურნება”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აზრი იმის შესახებ, რომ „კოვიდი“ მკვლელია, ამ ეტაპისთვის, არ შეესაბამება სიმართლეს, თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა პაციენტი განიკურნება.
ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები