მარინა ეზუგბაია: დამატებული 3 პაციენტიდან 2 ჩვენთან არის და ესენი გახლავთ ინგლისის კლასტერიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული მედიკოსი მათი კლინიკის თანამშრომელი არ არის.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ბოლო 3 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი მათ კლინიკაშია მოთავსებული და მათი დაინფიცირების წყაროც ცნობილია.

„ბოლო მონაცემებით, დღეს დილიდან 97 შემთხვევა იყო, დაემატა 3 დადასტურებული პასუხი. საღამოს მონაცემებით, 100 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დამატებული 3 პაციენტიდან 2 ჩვენთან არის. ესენი გახლავთ ინგლისის კლასტერიდან, ანუ მათი წყარო ცნობილია, მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, არც სუბიერქტური-ობიქეტური მონაცემებით და არც ლაბორატორიული მონაცემებით. დღეს დასრულდება მათი კვლევები, ჩატარდება სრულყოფილად რადიოლოგური კვლევები და არის თუ არა ფილტვების ანთება, ხვალ მოგახსენებთ. ზოგადად, მათი მდგომარეობა დამაკმაყფოილებელია და ასევე უცვლელია. ჩვენ ამ ეტაპზე ორი დამატებული პაციენტით 31 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საერთოდ, შემიძლია, ვთქვა, რომ 49 დადასტურებულმა შემთხვევამ გაიარა ჩვენს ცენტრში და როგორც იცით, 17-მა დატოვა კლინიკა. პაციენტების მონიტორინგი კვლავ გრძელდება, რამდენიმე პაციენტის პირველადი პასუხები გვაქვს და ვნახოთ, ხვალ გვეცოდინება განმეორებითი პასუხების შესახებ. თუ დადგება გამოჯანმრთელება, მოგახსენებთ. დღეს დილას ჩატარდა 6 პაციენტზე, ახლა დღის მეორე ნახევარში 12-ის ჩატარდება და ტესტირების შედეგებს ხვალ მოგახსენებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 100 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები