შსს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაწესებულ შეზღუდვებს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს

სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე საპატრულო პოლიცია 24-საათიან კონტროლს ახორციელებს.
ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები და საპოლიციო ძალები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს ახორციელებენ. მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ბრძანებით, მსგავსი ბლოკპოსტები ყველა მუნიციპალიტეტის შესასვლელ-გამოსასვლელში მოეწყობა.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები