გიორგი ვოლსკი: ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ

„ეს არის, გარკვეულწილად, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონავირუსის საშიშროება”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, ეს არის, გარკვეულწილად, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, მათ ვერც სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა და ვერც საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან ვერ შეძლეს.

„რაც შეეხება ოპონენტების საქმიანობას – მათ პატარა, მცირე რეპეტიცია გაიარეს ზუგდიდში, თუმცა, რეაგირება მათ დაგეგმილ აქციაზე საკმაოდ უარყოფითი იყო და ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა და ვერც იმ შეკრებილი საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ეს არის, გარკვეულწილად, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონავირუსის საშიშროება. ახლა კიდევ აპირებენ ასეთ აქციებს და მე შევაფასებდი ამას ძალიან მოკლედ – ამ ორი კომპონენტით ცდილობენ, რომ დესტრუქციული პროცესები განავითარონ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები