ზახაშვილი: ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე დგას სასწორზე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, დარჩეს სახლში

“ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაცია არ მივიდეს კრიზისამდე და სიტუაცია იყოს მართული”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა კორონავირუსის გავრცელებაზე საუბრისას „რუსთავი 2-ის“ეთერში განაცხადა.
ზახაშვილის თქმით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები მომდევნო პერიოდში მოიმატებს.
„მომავალ კვირებში ველით შემთხვევათა მატებას. შემთხვევათა მატების რიცხვის წინასწარი განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ სოციალური დისტანცირების რა მექანიზმები იქნება გამოყენებული და რამდენად სწორად განახორციელებენ ამას ადამიანები, რომლებსაც სპეციალისტები სოციალურ დისტანცირებას ურჩევენ. უნდა ვუყუროთ შემთხვევათა რიცხვის მატებას, თითოეულ რეგიონს, სად როგორი სიტუაციაა. თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანთა ჯანმრთელობა, სიცოცხლე დგას სასწორზე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, დარჩეს სახლში“, – განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაცია მართული იყოს.
„ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაცია არ მივიდეს კრიზისამდე და სიტუაცია იყოს მართული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები არ გვექნება. შემთხვევები გექნება, მაგრამ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ დაავადების შემოტევის ტემპი შენელდეს, ნელ-ნელა განვითარდეს, შემთხვევების რაოდენობა უცაბედად არ დაგვიგროვდრეს და ჯანდაცვის სისტემამ მოასწროს მასზე რეაგირება, ანუ მოსამხურების მიწოდება მოასწროს. ვიმედოვნებ, რომ თუ ყველა ერთმანეთს გვერდით დავუდგებით და ამას კარგად გავათვიცნობიერებთ ეს მართლაც ასე იქნება და ჩვენს მოსახლეობას არ ექნება მოლოდინი იმისა, რომ აუცილებლად უნდა დადგეს კრიზისი“, – განაცხადა ზახაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები