საგარეო საქმეთა სამინისტრო: ტურისტული კომპანია, რომელსაც სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება აქვს, შესაბამის ნებართვას ხვალ მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტული კომპანია, რომელსაც სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება აქვს, შესაბამის ნებართვას ხვალ მიიღებს.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში საქართველოში გამომგზავრების საშუალება ექნებათ.

„საკონსულო სამსახურის ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან. თურქეთში, როგორც ცნობილია, შეზღუდულია შიდა გადაადგილება, და სატრანსპორტო საშუალებას ესაჭიროება ყოველ ჯერზე შესაბამისი ნებართვის აღება. სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება მინიჭებული აქვს ერთ ტურისტულ კომპანიას, რომელსაც ამჯერად არ ჰქონდა აღებული გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა, შესაბამისად არ მიეცა გადაადგილების საშუალება. აღნიშნულ ნებართვას კომპანია აიღებს ხვალ და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ გამომგზავრების საშუალება“,- განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეები რამდენიმე ავტობუსით აპირებდნენ გამომგზავრებას, თუმცა თურქულმა მხარემ მათ გადაადგილების უფლება არ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები