ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ველოდებით

“სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რამდენიმე დღეში კორონავირუსზე განმეორებით ტესტირებას ველოდებით”,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი იმყოფება.

“ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი ცვლილება არ ხდება, დინამიკის გარეშეა. მოგეხსენებათ, რომ ორი პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას აგრძელებს, მათთან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ხორციელდება. დანარჩენი პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. სამი მათგანის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ველოდებით”, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები