ლევან რატიანი: დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ყველა ტესტი უარყოფითი მოვიდა

“დღეს, ჩვენს კლინიკაში მყოფ პაციენტებზე ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ყველა ტესტი უარყოფითი მოვიდა, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

“დღეს, საბედნიეროდ ლუგარის ლაბორატორიიდან ყველა ტესტი უარყოფითი მოვიდა. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ ხდება არანაირი ცვლილება. 2 პაციენტი კვლავ აგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათთვის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ხორციელდება.

დანარჩენი პაციენტები კი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. სამი მათგანის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ველოდებით,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები