მეუფე შიო: ცოდვები, როგორიცაა ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის ​ნორმალურ მდგომარეობად გამოცხადება, ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა

“ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციებისა და რჩევების შესრულება აუცილებელია.

“ჩვენ უნდა ვეცადოთ დავიცვათ ის რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, სახელმწიფო გვირჩევს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა.

რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა”,- განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები