ლევან რატიანი: საუნივერსიტეტო კლინიკაში 67-პაციენტიდან 15 კორონავირუსით ინფიცირებულია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 67 პაციენტია, აქედან 15 აქვს კორონავირუსი. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

„მოგეხსენებათ ჩვენს კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის და 112-ის საშუალებით შემოდიან პაციენტები, თუ არ უდასტურდებათ და არის მხოლოდ და მხოლოდ ბანალური ცხელება ისინი ეწერებიან ან გადადიან საკარანტინო ზონაში. ინფიცირებული კოვიდით დაემატა სამწუხაროდ ერთი პაციენტი და არის 15, თუმცა მინდა გითხრათ, ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება ძველ პაციენტებს, მათი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით არ შეცვლილა. გვყავს კრიტიკულ დეპარტამენტში ორი რეანიმაციული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაც შეეხება დანარჩენ 13, მათი მდგომარეობაც სტაბილურია. სამი პაციენტის, რომელიც შემოვიდა 17 და 15 რიცხვში, მათი მდგომარეობა მკვეთრად დადებითი დინამიკით არის. არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ვლინდება ბოლო ხუთი დღეა. არ ყოფილა ცხელება. სამივეს ჩაუტარდა ტომოგრაფია, პასუხები რამდენიმე საათში გვეცოდინება. წინასწარ ვიცით, რომ დადებითი დინამიკაა სამივე მათგანთან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები