ეკატერინე ტიკარაძე: არ ვიცოდით, რომ სწრაფი ტესტები უვარგისი და ხარვეზიანი იყო, ამ კომპანიასთან შემდგომი კონტრაქტები არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, წინასწარ მათთვის უცნობი იყო, რომ ჩინური კომპანიის სწრაფი ტესტები ხარვეზიანი და უვარგისი იყო. მისივე განცხადებით, თანხის გადარიცხვა ამ კომპანიაზე არ მომხდარა და არც მომავალში აღარ იგეგმება მათთან კომუნიკაცია.

„წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო უვარგისი და ხარვეზიანი. თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებმაც შეიძინეს ამ კომპანიისგან ტესტები. მაშინვე, როგორც კომპანიამ თვითონ გამოაქვეყნა ნოტა და ევროპის ყველა ტესტიდან თავისი ტესტები გაიწვია, ჩვენ მომენტალურად გავაუქმეთ ხელშეკრულება. თანხის გადარიცხვა ამ კომპანიაზე არ მომხდარა, შესაბამისად მათთან ჩვენი შემდგომი კონტრაქტები არ იგეგმება.
შემდეგი შემოტანები იგეგმება კვირას. ყველა იქნება სატესტო რეჟიმში, როგორც ყველა დანარჩენი ტესტი, რომელიც აქამდე შემოდიოდა საქართველოში. მოხდება ლუგარის ლაბორატორიაში მათი დატესტვა და უკვე შესაბამისი გარანტიების შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ ფართომასშტაბიან შესყიდვას”, – აღნიშნა მინისტრმა.
​ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, მისი ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ანულირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები