„მადარტმა” Stopcov ფონდში 15 000 ლარი გადარიცხა

კომპანია „მადარტი” აქტიურად ჩაერთო ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ კამპანიაში და Stopcov ფონდში 15 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას „მადარტი” საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში ჩაერთო, ჩვენი სამშობლო საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა მთავრობისა და სრულიად ქართული ჯანდაცვის მიერ გაწეული ფასდაუდებელი შრომისა და წინდახედულობის წყალობით. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „მადარტიც” აქტიურად ჩაერთო ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ კამპანიაში და 15 000 ლარი გადარიცხა StopCov ფონდში. ერთადერთი, რაც თითეული ჩვენგანის უპირველესი ვალია, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დარჩეთ სახლში. ჩვენ გვჯერა, რომ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებით, გავუმკლავდებით გამოწვევას სახელად COVID-19! ჩვენ ერთად შევძლებთ! მად არტი – ქვეყნისა და ხალხის სამსახურში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები