კორონავირუსი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრსაც დაუდასტურდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, მეტ ხენკოკს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ მინისტრი თვითიზოლირებულია.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ COVID-19 ქვეყნის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს დაუდასტურდა. როგორც პრემიერმა ვიდეომიმართვაში თქვა, ის თვითიზოლირებულია, თუმცა მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.

26 მარტს კი ვირუსი პრინც ჩარლზს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლირებულია მეუღლე კამილასთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები