„ძალიან მეამაყებოდა, რომ მხარი დავუჭირე“ – ტრამპმა ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მისი თქმით, მას ეამაყებოდა, რომ არჩევნების წინ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში მის დამაჯერებელ გამარჯვებას. ძალიან მეამაყებოდა, რომ არჩევნების წინ დავუჭირე მხარი და ეჭვი არ მეპარება, რომ სომხეთის შესანიშნავი ქვეყანა მისი ლიდერობის პირობებში სიდიადისა და წარმატების ისეთ დონეს მიაღწევს, რომელიც ყველაზე წარმოუდგენელ მოლოდინებს გადააჭარბებს!“, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები