თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის სწრაფი ტესტები, რომლებსაც პასუხისთვის 15-30 წუთი სჭირდება, საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სწრაფი ტესტები, რომლებსაც პასუხისთვის 15-დან 30 წუთამდე სჭირდება, საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა.

მისივე თქმით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სავარაუდო თარიღად 28-29 მარტი დასახელდა.

„ჩვენთან ტესტირება ტარდება ე.წ. ოქროს სტანდარტით. ყველაზე ზუსტი, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რთული მეთოდით, ე.წ. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რომელიც სიზუსტით ყველას აღემატება, მაგრამ შრომატევადია და მისი მასობრივი გამოყენება შეუძლებელია. გუშინ, ალბათ, მოისმინეთ, ჩინეთიდან მიიღო საქართველომ დახმარების სახით და მთლიანად შეიტანეს მარნეულში ე.წ. გამარტივებული ტესტები, რომლებიც ნაცვლად ოთხი-ხუთი საათისა, საათ-ნახევარში შეიძლება, გაკეთდეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის სწრაფი ტესტები.
სწრაფი ტესტები კიდევ სხვა კატეგორიაა, რომელიც პასუხს იძლევა 15 წუთიდან ნახევარ საათამდე პერიოდში და არ საჭიროებს სპეციალურ აპარატურას. ასეთი სწრაფი ტესტები ამ მომენტისთვის საქართველოში არ არის. დღე დღეზე ელოდებიან. დღეს გვქონდა თათბირი სამინისტროში და ითქვა, რომ ამ ტესტების პირველი პარტია შემოვა ან შაბათს, ან კვირას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები