პაატა იმნაძე: დღეს არ არის არც სამეგობროში, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის, ეკლესიებში

“არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის, ეკლესიებში”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძე ყველას მაქსიმალური სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რაც უფრო ნაკლები ადამიანი და კონტაქტები გვექნება… ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას; მათ შორის, ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც.
დღეს რაც გვაქვს ყველა შემთხვევა იყო, ძირითადად, ოჯახური კლასტერები, ანუ ოჯახებში არ იყო და მე მესმის ეს, დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება.
აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები