ჯარისკაცებმა მარნეულის შესასვლელთან მომუშავე მედიის წარმომადგენლები საკვებით მოამარაგეს (ფოტოკოლაჟი)

ჯარისკაცებმა მარნეულის შესასვლელთან მომუშავე მედიის წარმომადგენლები საკვებით მოამარაგეს.
​ამის ამსახველ ფოტომასალას, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ნათია კოპალიანი ავრცელებს.

“რა მაგარია, როცა ასეთი ამბები ხდება… ჩვენმა საამაყო ჯარისკაცებმა ამ რთულ დროს გამონახეს საშუალება, დრო, ენერგია და მარნეულის შესასვლელთან მომუშავე მედიის წარმომადგენლები საკვებით მოამარაგეს. ერთმანეთზე ზრუნვით გავიმარჯვებთ.#ერთადგავიმარჯვებთ”, – წერს საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი, რეზი ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები