„შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი“ – სახლში შესვლისა და გამოსვლის პროტოკოლი

„საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“ სახლიდან გამოსვლისა და სახლში შესვლის პროტოკოლებს აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნდა დავიცვათ.

სახლიდან გასვლის პროტოკოლი:

1. ჩაიცვით გრძელმკლავიანი;

2. შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი;

3. თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე, სანამ დატოვებთ სახლს;

4.შეეცადეთ, არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;

5. თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ, არ მისცეთ ნება, შეეხოს ზედაპირებს;

6. როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი;

7. დაკუჭეთ ხელსახოცი და გადააგდეთ;

8. ნუ დაახველებთ და დააცემინებთ ჰაერში ან ხელისგულზე. აიფარეთ იდაყვი;

9. შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ნაღდი ფული. თუ გამოიყენებთ, დაიმუშავეთ ხელი სადეზინფექციო სითხით;

10. დაიბანეთ ხელი ნებისმიერი საგნის შეხების შემდეგ ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე;

11. არ შეეხოთ სახეს, სანამ ხელს არ დაიბანთ;

12. დაიცავი დისტანცია.

სახლში შესვლის პროტოკოლი:

 

1. სახლში დაბრუნებისას შეეცადეთ, არაფერს შეეხოთ;

2. გაიხადეთ ფეხსაცმელი;

3. თუ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ თათები სადეზინფექციო ხსნარით;

4. გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და გარეცხეთ;

5. შემოსასვლელში ყუთში ჩაალაგეთ: ჩანთა, საფულე, გასაღები და ა.შ;

6. მიიღეთ შხაპი ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: სახე, ხელები, მაჯა, კისერი და ა.შ;

7. გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სითხით;

8. გარეთ ნაყიდი ნივთების შენახვამდე გაასუფთავეთ სპეციალური ხსნარით (არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გამოყენება);

9. ფრთხილად მოიხსენით ხელთათმანები, გადაყარეთ და დაიბანეთ ხელი;

10. დაიმახსოვრეთ, შეუძლებელია სრული დეზინფექცია (სახლის პირობებში). მიზანი არის რისკის შემცირება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები