ამირან გამყრელიძე: ეს ერთი თვე სახლებში 10-20-კაციანი სუფრები არ არის საჭირო, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა ეს ეპიდემია დამთავრდება

“ეს ერთი თვე არ არის საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი რა ჯობია. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია” , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, სოციალური დისტანცირება ჯერ კიდევ არ არის დაცული ლისის ტბაზე, კუს ტბაზე და მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

„საშიშია, საფრთხილოა, თუ გვექნა დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები ლისის ტბაზე, კუს ტბაზე. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი, რა ჯობია. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ ახლა, თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძლია” , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები