იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა, აღნიშნული “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგაძემ დაუდასტურა.

“იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში ჩატარებული 25 კვლევიდან კორონავირუსი ერთზე დადასტურდა, პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია და ხდება კონტაქტების დაზუსტება, თუმცა როგორც ირკვევა ვიწრო წრეა და მათი დადგენა არ იქნება რთული”,  – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 11 უკვე გამოჯანმრთელდა, კარანტინში 4346 ადამიანი იმყოფება,ხოლო სტაციონარში 247 პაციენტია მეთვალყურეობის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები