“ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასურსათო და სააფთიაქო ქსელებში არ არის მარაგის დეფიციტი “

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სასურსათო მაღაზიებში საკვები პროდუქტების მარაგს გაეცნენ, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს.
“ბოლნისში გამოცხადებული საკარანტინე მდგომარეობის შემდეგ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასურსათო და სააფთიაქო დაწესებულებებისა და სტრატეგიული ობიექტების გარდა ყველა დაწესებულება დროებით დაიხურა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დღეს სასურსათო ობიექტებში საკვები პროდუქტებისა და სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების მარაგს გაეცნენ.
ამ ეტაპისთვის ცენტრალურ მთავრობასთან ურთიერთობით დღითიდღე უმჯობესდება საკვები პროდუქტების მომარგების საკითხი. რეგულარულად მარაგდება მედიკამენტებით ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი ყველა სააფთიაქო ქსელი”, – ნათქვამია ბოლნისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, მეოთხე დღეა ჩკეტილია და კარანტინია გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები