ფოთის ჰოსპიტალში 82 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსის სიმპტომებით 82 წლის ქალია მოთავსებული. პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ექიმების თქმით, პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ამ ეტაპზე კორონავირისზე ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
„82 წლის ქალი სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში. მას მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნება. პაციენტი 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა. ჩემი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა“, – განმარტა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 10 გამოჯანმრთელებულია. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პირი რჩება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები