გია გაბრიჭიძე: მიხეილ სააკაშვილს მენტალური აშლილობა სჭირს 

„დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირს, მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც პაციენტი ცდილობს იცრუოს მის მიერ ვითომდა გაკეთებული დიდი საქმეებით, რომლებსაც არ აფასებენ და გარემომცველებში შებრალება გამოიწვიოს”,- ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფეიკ-ნიუსის დასპონსორების ფაქტს.

მისი თქმით, ის ხალხი კი ვინც ამას ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა დაიტუქსოს.

„დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირს, არის მენტალური აშლილობა, რომლის დროსაც პაციენტი ცდილობს იცრუოს მის მიერ ვითომდა გაკეთებული დიდი საქმეებით, რომლებსაც არ აფასებენ და გარემომცველებში შებრალება გამოიწვიოს. ეს დაავადება ჯერ სრულად არ არის აღწერილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ფსიქიატრები მიხედავენ. მით უმეტეს, რომ საექსპერიმენტო მასალა კიევში ცხოვრობს. ნუ დასცინებთ ხალხო грех смеяться над убогими. ის ხალხი კი ვინც ამას ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა დაიტუქსოს” ,- წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები