ზუგდიდის ინფექციურში კოვიდ-19-ის სიმპტომებით 4 პირი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელება და ხველის სიმპტომებით 4 პირი შეიყვანეს, რომლებსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, ოთხ პაციენტს შორის ერთი მცირეწლოვანია.

“ჯერჯერობით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ანალიზები,სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში”, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 10 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის, 4346 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 247 რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები