ანგელა მერკელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის კორონავირუსზე გაკეთებულმა მეორე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა”, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა.

მისი თქმით, კანცლერი შემდეგ კვირას მესამე ტესტსაც გაიკეთებს, ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში მას შედეგ გადავიდა, რაც კონტაქტი ჰქონდა ექიმთთან, რომელსაც მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდა.​

მერკელის პირველი ტესტიც უარყოფითი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები