“კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალის ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა კარგად ისმის”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში ბოლნისიდან შემოყვანილი კორონავირუსით დაინფიცირებული 25 წლის ორსული ქალის ნაყოფი ცოცხალია და გულისცემა კარგად ისმის.

მისივე თქმით, თავად ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

“დღეს ბოლნისიდან შემოიყვანეს ორსული ქალბატონი, 25 წლის, არის 22 კვირის ორსული. 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, არის ბოლნისის მაცხოვრებელი, ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და აღებული სწრაფი ტესტით კორონავირუსი დადასტურდა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, ტემპერატურა ამ დროისთვის არ აღენიშნება, შემოყვანისას ჰქონდა 37,1. ფილტვებში მოსმენით შესუსტებულია სუნთქვა და საჭიროდ ჩაითვალა კომპიუტერული კვლევის ჩატარება, ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა კარგად ისმის”, – განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები