კახა იშხნელი: საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

„ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის ორი წლის ბავშვთან დაფიქსირებული ეს შემთხვევა. ოჯახი გასული იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს აღმოჩნდა, დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი.

მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრების ჩამოთვლა ზედმეტია, უბრალოდ, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, დადასტურებული აქვთ, მაგრამ თვითონ მშობლები საბედნიეროდ არ არიან დაინფიცირებულები. დედას უწევს ბავშვთან ყოფნა“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები