კელი დეგნანი: მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროაქტიული ძალისხმევისთვის(ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს, ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის დასამარცხებლად, საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, შესაბამისი სამინისტროები, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ.

„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავრჩეთ სახლში და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანონ მის მიერ გამოწვეული ზიანი”, – აღნიშნავს კელი დეგნანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები