ლალი ტურძელაძე: საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.

მისივე თქმით, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ.

„მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვს. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს – მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული. დღეს უნდა ავიღოთ ანალიზები. ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ. ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქედან მოიყვანეს”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები