პირველად საქართველოში, “ლიბერთი ბანკი” პარტნიორ კომპანიებთან ერთად სრულიად ახალ საბანკო პროდუქტს აანონსებს

“ლიბერთის” ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: “ავერსმა”, “ნიკორა” სუპერმარკეტმა, “ფარმადეპომ” და “პსპ-მ” მხარი დაუჭირეს.

შედეგად, “ლიბერთის” სოციალური ბარათის მფლობელები აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას, შეძლებენ ნაღდი ფულის გატანასაც.

“ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო – ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან და მეორე, გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია.

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის,”- განაცხადა “ლიბერთის” საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

მომსახურების ახალი არხი “ლიბერთის” მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები