ამირან გამყრელიძე: მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის სწორად დაცვას

“მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის სწორად დაცვას”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცლებას.

„შემოტანილი შემთხვევები გვექნება. ამიტომ არის ეს მკაცრი კარანტინი, თვითიზოლაცია აუცილებელი და ყველამ უნდა დაიცვას. ეს საჭიროა, რათა მაქსიმალურად თავი ავარიდოთ შემდგომ აქ, შიგნით გავრცელებას. მოგეხსენებათ, რომ მედიცინაში ასპროცენტიანი არაფერია. უკვე აღწერილია თითო-ოროლა შემთხვევები, როცა ვირუსი ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგაც შეიძლება, იყოს.

მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა სწორად დაცვას. გაჩნდება თუ არა პირველივე სიმპტომები, აუცილებლად მივმართოთ კარანტინის სამედიცინო ზედამხედველობას, რომ სწრაფად მოხდეს ტესტირება და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაყვანა.
ვინც თვითიზოლაციაშია, ვთხოვ, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესს. ეს დარღვევები მაინც არის. თუმცა, ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო. განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ მოსახლეობა მეტად ემორჩილება კანონს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები